მძიმე ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაში, ჯანდაცვის სისტემასა და ექიმებზე ორკესტრირებული შეტევა, რომლებიც ყოველდღიურად იბრძვიან თანამოქალაქეების სიცოცხლის გადასარჩენად, არის სრულიად გაუმართლებელი – ამის შესახებ ქართული ოცნების ოფისში გამართულ ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, შექმნილ ვითარებაში ჯანდაცვის სისტემის დისკრედიტაციის მცდელობა, მომაკვდინებელი ვირუსის მხარეს დგომაა.