შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულების ადვოკატების საგანგებო განცხადება

04 დეკემბერი 2020, 11:46 1433 ნახვა

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულების ადვოკატებმა საგანგებო განცხადება გააკეთეს. ადვოკატების თქმით, იუსტიციის საბჭომ გამოსცა რეკომენდაცია გადაედოთ პროცესები რათა არ მომხდარიყო თავშეყრა ადამიანების, პანდემიის გავრცელების აღკვეთის მიზნით. მიუხედავად ამისა, უფლებადამცველების განცხადებით, მცხეთის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარემ  ბიძინა სტურუამ  პროცესების გადადების ნაცვლად ბრალდებულებს კიდევ ერთი პროცესი დაუმატა რაც საფრთხეს უქმნის როგორც ბრალდებულებს ასევე მათ ადვოკატებს.  გიორგი გელხაურის განცხადებით დღეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, სახალხო დამცველის აპარატს და ამერიკის საელჩოს მიმართავენ წერილობით რათა ჩაერთონ   პროცესში და არ მოხდეს ბრალდებულების უფლებების დარღვევა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი