ოპოზიციამ უნდა გადადგას ნაბიჯი არა პარტიული, არამედ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე - ზალკანიანი

03 დეკემბერი 2020, 12:18 1037 ნახვა

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ოპოზიციამ უნდა გადადგას ნაბიჯი, პირველ რიგში არა პოლიტიკური და პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.

"პირველად ჩვენ გვაქვს ახალი მოცემულობა და ახალი რეალობა, პირველად არჩევნები ჩატარდა ახალი სისტემით, ახალი კონსტიტუციის პირობებში, პირველად საქართველოს პარლამენტში შესულია 9 პოლიტიკური პარტია. პირველად ოპოზიციას აქვს მანდატების ასეთ რაოდენობა, რომელიც არასოდეს ქონია 60 მანდატი და ეს არის ის მონაპოვარი, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს გამოყენებული და გათვალისწინებული ის გეოპოლიტიკური რთული გარემო და გამოწვევები, რომელიც ჩვენს გარშემოა შემქნილი. ყველამ უნდა გაითვალისწინოს ეს და გადადგას ნაბიჯი, პირველ რიგში არა პოლიტიკური და პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.

როგორც არასოდეს ჩენ გვჭირდება კონსოლიდაცია, მთლიანი კონსოლიდაცია, როგორც საზოგადოების, ისე პოლიტიკური სპექტრის, რადგან სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა. მე ვფქრობ საღი აზრი აუცილებლად გაიმარჯვებს"-განაცხადა დავით ზალკანიანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი