პრემიერმა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მაკა ბოჭორიშვილი, იუსტიციის მინისტრად ანრი ოხანაშვილი, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრად კი დავით სონღულაშვილი დაასახელა

25 ნოემბერი 2024, 10:31 107 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტისთვის წარსადგენად მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა.

მთავრობის შემადგენლობაში სამი ცვლილებაა. ცვლილება შეეხო საგარეო საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს.

საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მაკა ბოჭორიშვილი ილია დარჩიაშვილს შეცვლის. 

იუსტიციის მინისტრის თანამდებობას – ანრი ოხანაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობას კი დავით სონღულაშვილი დაიკავებს.

ირაკლი კობახიძემ მთავრობის ახალი შემადგენლობა, ცოტა ხნის წინ დაასახელა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში