ხვალ მე-11 მოწვევის პარლამენტი იკრიბება - ისტორია კი მეორდება. ისევე როგორც 4 წლის წინ, ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და საკანონმდებლო ორგანოს ლეგიტიმაციას არ აპირებს.
შეიცვლიან თუ არა აზრს ხელისუფლების ოპონენტები ისე როგორც მე-10 მოწვევის პარლამენტის შემთხვევაში - ეს ჯერ უცნობია.
ცნობილია ის, რომ ოპოზიცია პირველ სხდომას პარლამენტს გარეთ პროტესტით შეხვდება. გეგმა გაწერილია - შეკრება დღეს 21 საათზე დაიწყება და საკანონმდებლო ორგანოსთან ღამისთევა იქნება. გაიშლება კარვებიც.