პარლამენტთან საპროტესტო აქცია გრძელდება

25 ნოემბერი 2024, 10:02 87 ნახვა

პარლამენტთან საპროტესტო აქცია გრძელდება. აქციის მონაწილეები, წუხელ რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ და ღამე პარლამენტთან გაათენეს.

საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ზუბალაშვილისა და ჭიჭინაძის ქუჩის კვეთაზე არიან განლაგებული. მათ პარლამენტის უკანა შესასვლელამდე კორდონი აქვთ გაკეთებული. ასევე ჭიჭინაძის ქუჩის მხრიდან, პარლამენტის შესასვლელთან რკინის ღობის უკან, რკინის ჯებირიცაა აღმართული. 

აქციის მონაწილეები ამ წუთებში მხოლოდ რუსთაველის გამზირზე დგანან, პარლამენტის სხვა შესასვლელები კი მომიტინგეებისგან თავისუფალია.

რუსთაველის გამზირზე გვიან ღამით დაპირისპირება იყო.  აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ სამართალდამცველს ხელი გაარტყა.

აქციაზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. სამართალდამცველებთან დაპირისპირება მოხდა რესპუბლიკის მოედნიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით მსვლელობის დროსაც.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში