მეწარმეებს შესაძლებლობა აქვთ საშემოსავლო და ქონების გადასახადი პირველ იანვრამდე გადაივადონ - შემოსავლების სამსახური

01 დეკემბერი 2020, 17:50 910 ნახვა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის თანახმად, გადამხდელთა იმ კატეგორიას, რომლებსაც 2020 წლის 1 დეკემბრამდე გადავადებული ჰქონდათ საშემოსავლო და ქონების გადასახადი და რომლებიც საქმიანობენ ტურისტულ სექტორში (ასევე მასთან გათანაბრებულ სექტორში), კიდევ ერთხელ მიეცათ შესაძლებლობა 2021 წლის 1 იანვრამდე, გადაავადონ დეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებები საშემოსავლო და ქონების გადასახადის ნაწილში.

უწყების ცნობით, აღნიშნული გადავადებით, უკვე 652-მა გადასახადის გადამხდელმა ისარგებლა.

''კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, დაწესებული შეღავათით სარგებლობისთვის, შესაბამისი განცხადების ფორმით მიმართოთ უწყებას, რათა არ განხორციელდეს შესაბამისი დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებები. შემოსავლების სამსახურში აქტიურად მიმდინარეობს მიღებული განაცხადების დამუშავების პროცესი და გადავადების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში კომპანია ისარგებლებს საქართველოს მთავრობის მიერ დაწესებული შეღავათით.

უწყების მიერ იდენტიფიცერებული კომპანიების მიმართ არანაირი დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები არ გატარდება'' - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი