აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, დღეს სხდომის დაწყებამდე ანტიკრიზისული პაკეტის ფარგლებში, მედპერსონალის წახალისებაზე ისაუბრა. თორნიკე რიჟვაძემ დავალება ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროებს მისცა.
''ჯანდაცვის და ფინანსთა სამინისტროს მინდა დავავალო წლის ბოლოსთვის იქნას უზრუნველყოფილი ყველა იმ დამსახურებული, მათ შორის რიგითი სანიტრების, მედპერსონალის, ექთნების წახალისება და მათი მატერიალური უზრუნველყოფა, რომლებმაც განსაკუთრებული შრომა გასწიეს და ეწევიან პანდემიის დროს.
დარწმუნებული ვარ, რომ ამ ერთობლივი შრომით შევძლებთ მინიმალური დანაკარგებით და ეფექტური მართვით გავიყვანოთ ჩვენი ქვეყანა სამშვიდობოს“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძე.