საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო დაწესებული შეზღუდვების აღსრულების მკაცრი კონტროლი დაავალა.
ვიდეოკონფერენციისას, მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ შეზღუდვების გამკაცრება ეპიდემიის გავრცელების შენელებას ისახავს მიზნად და მიღებული ზომების ეფექტურობისთვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მათ აღსრულებას.