მნიშვნელოვანია ყველა იმ ობიექტზე შეჩერდეს ეკონომიკური საქმიანობა, რომელზეც მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო - ტიკარაძე

30 ნოემბერი 2020, 13:11 1074 ნახვა

მნიშვნელოვანია ყველა იმ ობიექტზე შეჩერებული იყოს ეკონომიკური საქმიანობა, რომელზეც მთავრობამ, შტაბმა და საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება - ასე გამოეხმაურა ეკატერინე ტიკარაძე მოვაჭრეების მიერ გამართულ აქციას, რომლებიც საქმიანობის გაგრძელებას ითხოვდნენ და აცხადებდნენ, რომ სოციალური დისტანციის დაცვით მუშაობდნენ.

​"დღეს ნომერ პირველი ამოცანაა, რომ დავიცვათ ადამიანების სიცოცხლე. სამწუხაროა, რომ აქციები კვლავ იმართება და ჩვენ ვერ შევძელით საჭირო კომუნიკაცია და ახსნა იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ყველა იმ ობიექტზე შეჩერებული იყოს ეკონომიკური საქმიანობა, რომელზეც მთავრობამ, შტაბმა და საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით.

დღეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია, დავიცვათ ყველა ის შეზღუდვა, რომელიც გამოქვეყნებულია და დადგინდა 28 ნოემბრიდან"-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი