საქართველოში დღეიდან გამკაცრებული შეზღუდვები ძალაში შევიდა. დღეიდან გადაადგილება არა ათი საათიდან არამედ 9 საათიდან იზღუდება.
გაჩერდა საქალაქთაშორისო და მუნიციპალური ტრანსპორტი. გატანის სერვისზე გადავიდა კაფე-რესტორნები, დაიხურა ღია და დახურული სავაჭრო ობიექტები. მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები დიდ ზარალზე საუბრობენ.