საველე ჰოსპიტლის ანალოგი ჩვენს სინამდვილეში კოვიდსასტუმროა - თამარ გაბუნია

27 ნოემბერი 2020, 13:48 1320 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, საველე ჰოსპიტლის ანალოგი  კოვიდსასტუმროა.

თამარ გაბუნიას თქმით, კოვიდსასტუმროებში სამედიცინო მართვის ელემენტების შეტანა აჭარიდან დაიწყეს.

''დავიწყეთ აჭარიდან, რადგან იქ ყველაზე ადრე და მწვავედ დადგა ამის აუცილებლობა და ძალიან კარგი შედეგი მივიღეთ.

აჭარაში პროგრამაში ჩართულები არიან სასტუმროები, სადაც პაციენტების რაოდენობა დღეს არის 400-500 პაციენტი. აქ მორიგეობენ გუნდები, ექიმები და ექთნები. სტუდენტებიც დაგვემატენ, მათი მობილიზაცია იყო ძალიან აქტიური. ეს სერიოზული დახმარებაა, როგორც საავადმყოფოებში ასევე სასტუმროებში. 

ასე, რომ ჩვენს შემთხვევაში ის რაც შეიძლება გაკეთდეს საველე ჰოსპიტალში და საველე ჰოსპიტლის ლოჯისტიკა, გამართვა ზოგადად მისი ფუნქციონირების პროცესში კომფორტული გარემოს შექმნა პაციენტისთვის, არის ძალიან რთული, ამდენად ინფრასტრუქტურად გამოვიყენეთ სასტუმრო. ყველა სხვა დანარჩენი ელემენტი გარდა, რა თქმა უნდა, ინტენსიური თერაპია და რეანიმაციული ღონისძიებები ვერ მოხდება კლინიკების გარეთ და ამისთვის რჩება საავადმყოფოები.

კოვიდსასტუმროებში დაემატა ასევე ჟანგბადის აპარატები, ის გამოიყენება კლინიკის გარე პირობებში. შეიძლება ბინაში გამოვიყენოთ, სასტუმროში. თუ პაციენტი დროებით საჭიროებს ჟანგბადით სარგებლობას, ამის შესაძლებლობა არის. ასევე შეიძლება ტრანსპორტირების დროს გამოვიყენოთ'' - განაცხადა გაბუნიამ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი