დახურული სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე პერიოდში ამუშავდება, თუმცა მანამდე სექტორს 1 თვიანი შეზღუდვა ელოდება. აკრძალვების შემოღებამდე ბიზნესს 1 დღე და თანაც ე.წ „შავი პარასკევი“ აქვს,როცა ყველა პროდუქტზე ფასები მცირდება, თუმცა რამდენად დაგხვდებათ შემცირებული ფასები, როდესაც მოვაჭრეები ფინანსური კრიზისის გაღრმავებაზე წუხან, პასუხი რთულია.