აზერბაიჯანი საფრანგეთთან ურთიერთობებს გადახედავს

26 ნოემბერი 2020, 13:08 1055 ნახვა

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით საფრანგეთის სენატის მიერ მიღებულ  რეზოლუციას პროვოკაციად აფასებს და აცხადებს, რომ  ამ დოკუმენტს იურიდიული ძალა არ აქვს.  შუამავლის სტატუსის მქონე ქვეყნის მიერ რეზოლუციის  მიღება საეჭვოს ხდის ამ ქვეყნის ნეიტრალურობას, ასევე ძირს უთხრის საფრანგეთის, როგორც სამართლიანი შუამავლის, რეპუტაციას აზერბაიჯანულ საზოგადოებაში- ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

გუშინ საფრანგეთის სენატმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც ხელისუფლებას მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარებისკენ მოუწოდებს.  რეზოლუცია სარეკომენდაციო ხასიათისაა და აღმასრულებელი ხელისუფლება ვალდებული არ არის ის შეასრულოს. 

აზერბაიჯანის პარლამენტმა ქვეყნის მთავრობას ეუთო-ს მინისკის ჯგუფიდან საფრანგეთის მანდატის მოხსნასთან დაკავშირებით მიმართა და საფრანგეთის მიმართ აზერბაიჯანის არსებული პოლიტიკის გადახედვისკენაც მოუწოდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი