პენტაგონს შესაძლოა პირველად ქალმა უხელმძღვანელოს. მიშელ ფლურნოის სამუშაო გამოცდილება აქვს როგორც სახელმწიფო სამსახურში ასევე კერძო კომპანიებში. მას ობამას ადმინისტრაციაში ერთ-ერთ მთავარ ქორს უწოდებდნენ. ახლა შესაძლოა მას ჯო ბაიდენმა სამხედრო უწყება ჩააბაროს.
ამ დანიშვნის წინააღმდეგ დემოკრატების ე.წ პროგრესული ფრთა გამოდის, რომელიც დაუსრულებელი ომებისა და თავდაცვის ლობიზმის კურსის გაგრძელებას შიშობს. მიუხედავად იმისა, რომ დონალდ ტრამპი არჩევნებში დამარცხებას ჯერ ისევ არ აღიარებს, მან მაინც გასცა განკარგულება ხელისუფლების გადაცემის პროცესის დასაწყებად.