თანამდებობის დატოვებას არ ვაპირებ - ეკატერინე ტიკარაძე

24 ნოემბერი 2020, 13:34 1856 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ის თანამდებობის დატოვებას არ აპირებს. ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ მას თავდაჯერებულობა და ქედმაღლობა არ სჩვევია.

''მხოლოდ ამ კომპონენტით მაინც გამოვრიცხავ იმას, რომ ლევან რატიანი მე მგულისხმობდა. თანამდებობის დატოვებას არ ვაპირებ, რადგან ვთვლი, რომ სწორედ ახლა არის ის დრო, როცა მე მაქვს ყველაზე მაღალი პასუხისმგებლობა და შესაბამისად, ეს პროცესი გამარჯვებით უნდა დასრულდეს”, - განაცხადა ტიკარაძემ.

23 ნოემბერს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა ფორმულას ეთერში განაცხადა, რომ ყველამ უნდა დაივიწყოს ამბიცია და ვისაც არ შეუძლია სახლში წავიდეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი