21 ნოემბერს ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის წინ ადმინისტრაციული წესით დაკავებული ალტერნატივას 5 წევრის საქმეზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს. ბრალდებულები საგამოძიებო უწყებაში კიდევ ერთხელ დაიბარეს. სამმართველოში ბრალდებულებს განუმარტეს, რომ პოლიციელების არაერთი მოწოდების მიუხედავად ისინი აქციაზე არ იცავდნენ სოციალურ დისტანციას, ასევე ცდილობდნენ კომისიის შენობაში შეჭრა. ადვოკატის განცხადებით, საქმეში არსებული მტკიცებულებები არადამაჯერებელია და ხვალ დაცვის მხარე საქმის შეწყვეტის შუამდგომლობით მიმართავს მოსამართლეს. თენგიზ კახიძის ინფორმაციით, სამართალდამცავების ჩვენებებთან ერთად, საქმეში დევს საოლქო კომისიის წევრთა გასაუბრების ოქმები, სადაც ისინი მიუთითებენ, რომ ბრალდებულები მათ სიტყვიერ შეურაცყოფას აყენებდნენ. ამის გარდა მოძრაობა ალტერნატივას ხელმძღვანელის წინააღმდეგ გამოძიება ძალადობის მუხლითაც მიმდინარეობს, თუმცა მისთვის ამ დრომდე ბრალი ოფიციალურად არ წარუდგენიათ. ხათუნა ბერიძე განმარტავს, რომ 19 ნოემბერს "ქართული ოცნებისა" და ალტერნატივას აქტივისტებს შორის მომხდარ ინციდენტის დროს თავს იცავდა, მის წინააღმდეგ საქმის აღძვრას კი საზოგადოებრივ აქტივობას უკავშირებს.