არასამთავრობო ორგანიზაციები დარღვევებზე

22 ნოემბერი 2020, 18:10 946 ნახვა

არჩევნების მეორე ტურში, რომელიც რეალური კონკურენციის გარეშე ჩატარდა, კვლავ პრობლემას წარმოადგენდა საარჩევნო უბნებთან მობილიზებული პარტიის კოორდინატორები, ასევე დამკვირვებლების ინფორმაციით,  ამომრჩევლის მიერ რამდენჯერმე ხმის მიცემა ე.წ. კარუსელი  და ამომრჩევლის მოსყიდვა დაფიქსირდა ამბობენ სამოქალაქო სექტორში.  არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, შუახევის უჩანბის ბაგა-ბაღის მენეჯერმა თანამშრომლებს დაავალა საარჩევნო უბანზე მისულიყვნენ და მონაწილეობა მიეღოთ არჩევნებში,  ამავე ოლქის #26 საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი არჩევნებზე მისულ ამომრჩეველს აღრიცხავდა. ხოლო,   ხულოს #25 და ხელვაჩაურის #37 საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა ტრანსპორტირება სამარშრუტო ტაქსებით ხდებოდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი