ირაკლი კობახიძე - მომავალ პარლამენტში „ქართულ ოცნებას“ 90 დეპუტატი ეყოლება

22 ნოემბერი 2020, 15:03 1165 ნახვა

ოპოზიცია აქტიურობდა, მუშაობდნენ, მაგრამ გაუჭირდათ 50 000-ზე მეტი ხმის აღება, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა.  ირაკლი კობახიძის თქმით,  როდესაც ზედიზედ მეორე არჩევნებში, გაყალბების საბაბით, ოპოზიცია უარს ამბობს არჩევნებში მონაწილეობაზე, ეს უქმნის უხერხულობას საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების თვალში.

კობახიძემ შემაჯამებელ განცხადებაში მანდატების გადანაწილებასაც გაუსვა ხაზი და თქვა, რომ პარლამენტი  ,,ქართული ოცნება“ 90  დეპუტატით იქნება წარმოდგენილი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი