ბათუმში, მუნიციპალურ ელექტროავტობუსებში თერმოსკრინინგის აპარატები დამონტაჟდა. თერმოსკრინინგის შედეგის გაგება შესაძლებელია როგორც მონიტორის, ასევე ხმოვანი საშუალებით.
მერიის ინფორმაციით, თერმოსკრინინგის ჩატარების შესახებ მგზავრთა ინფორმირება ყოველ გაჩერებაზე ავტომატურ რეჟიმში მოხდება.
პროექტი საპილოტეა და სატესტო რეჟიმის გავლის შემდეგ, აპარატების მონტაჟი დანარჩენ ავტობუსებშიც იგეგმება.