საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურამდე ერთი დღით ადრე ოპოზიცია თავის გადაწყვეტილებას არ ცვლის - მათი კანდიდატები მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს აცხადებენ. მმართველი გუნდის ოპონენტები კვლავ აქციებს აანონსებენ.
ოპოზიციის ლიდერები დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან და მიიღებენ ერთობლივ გადაწყვეტილებას, თუ რა ფორმით გააპროტესტებენ 21 ნოემბერს ჩანიშნულ არჩევნებს.