ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 512 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 9 პაციენტი. ისინი რეგიონის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობდნენ. გარდაცვლილთა ასაკი 55-დან 81 წლამდე მერყეობს.
გამოჯანმრთელება 574 ადამიანი. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს პირველად გამოჯანმრთელებულთა რიცხვი აჭარბებს ახალ შემთხვევებს.
კლინიკებში 925 მოქალაქე მკურნალობს, აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 115.
აჭარაში, კოვიდ-სასტუმროში 1 151 მოქალაქე რჩება, საკარანტინე სივრცეში იმყოფება 1 256 პირი.
დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 52 079 პირი, საიდანაც თბილისში - 14 881 პირი, აჭარაში - 16 724, იმერეთში - 5 387.