სვანეთი, 2021 წელს მსოფლიოს 25 საუკეთესო მიმართულებას შორის მოხვდა - NATIONAL GEOGRAFIC-ის მიერ გამოქვეყნებულ ტურისტულ მიმართულებებს შორის, საქართველოს ერთ-ერთი რეგიონი ოთხეულშია. პანდემიის გამო წლევანდელი კონკურსის სლოგანია "Dream Now, Go Later." 25 საუკეთესო ტურისტული მიმართულების შერჩევაში National Geographic-ის გლობალური რედაქტორები იღებდნენ მონაწილეობას. მიმართულებები 5 კატეგორიად არის დაყოფილი: ბუნება, თავგადასავალი, კულტურა, მდგრადობა და ოჯახი. National Geographic პორტალზე წარმოდგენილია სვანეთის ფოტოები და დეტალურად მოთხრობილია რეგიონის შესახებ.