ბათუმში, კორონავირუსით 12 წლის მოზარდი გარდაიცვალა

16 ნოემბერი 2020, 20:26 6925 ნახვა

ბათუმში, კორონავირუსით 12 წლის მოზარდი გარდაიცვალა. ინფორმაციას ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, თამარ გაბუნია ადასტურებს.

"ძალიან სამწუხარო ფაქტია, თუმცა მედიასაშუალებებით იმდენი იდენტიფიცირებადი ინფორმაცია არის ამ განცხადებაში, რომ ამაზე საუბარი ეთიკურად არ მიმაჩნია სწორად. ჯანდაცვის სამინისტრო შეისწავლის ამ შემთხვევას, საყურადღებო შემთხვევაა და შესაფერის რეაგირებას გააკეთებს, როგორც იმ კლინიკასთან მიმართებაში, ვისთანაც იმართებოდა ეს შემთხვევა და რამდენადაც ჩემთვის ცნობილი, შემთხვევის მართვა იყო სრულიად ადეკვატური, იმ მონაცემების საფუძველზე, რაც ააქამდე გვქონდა. დანარჩენ სხვა ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო მოიძიებს",- განაცხადა თამარ გაბუნიამ

თამარ გაბუნიას თქმით, 12 წლის ბავშვის მდგომარეობა პირველი დღიდან საყურადღებო იყო და ჯანდაცვის სამინისტრო ამ შემთხვევას შეისწავლის.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი