ხანძრით დაზარალებულები დახმარებას ითხოვენ

16 ნოემბერი 2020, 14:34 3180 ნახვა

ხელვაჩაურში ფრიდონ ხალვაშის  მეექვსე შესახვევში ხანძრის შედეგად დაზარალებულები დახმარებას ითხოვენ. სამ სართულიან  საცხოვრებელ სახლს ხანძარი გუშინ საღამოს გაუჩნდა, დაიწვა მეორე და მესამე სართულები. დაზარალდა ორი ოჯახი. მათი თქმით,  საყოფაცხოვრებო ნივთების გამოტანა ვერ შეძლეს.  

დაზარალებულები  სახანძრო მანქანების  გაუმართაობაზე საუბრობენ, რის გამოც ცეცლი დროულად ვერ ჩააქრეს. საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სამსახურში გვითხრეს, რომ მსგავსი პრობლემა დაფიქსირებული არ არის და ცეცხლის ლიკვიდაცია დროულად მოხდა.

ბათუმის მერიაში ამბობენ,რომ  დაზარალებულებს დროებით ქირით გადაიყვანებენ,ზარალის დათვლის შევდეგ კომისია სხვა დახმარებაზეც იმსჯელებს.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი