აშშ-ის ყოფილ სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონს გაერო-ში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობის დაკავებას სთავაზობენ. ამის შესახებ ჯო ბაიდენის საარჩევნო შტაბში განაცხადეს.
ბაიდენის მომხრეები მიიჩნევენ, რომ კლინტონის დანიშვნით გაერო-ს ავტორიტეტი გამყარდება. ამერიკული და საერთაშორისო მედიის პროგნოზით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში „დემოკრატი“ ჯო ბაიდენი იმარჯვებს.
ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მარცხს ჯერ არ აღიარებს.