კორონავირუსი დაუდასტურდა უკრაინის პრეზიდენტს ვლადიმერ ზელენსკის, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას კოვიდ 19, 9 ნოემბერს დაუდასტურდა. უკრაინული მედიის თანახმად, ვირუსი დაუდასტურდა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელს, ანდრეი ერმაკსაც, რომელიც იმავე საავადმყოფოშია მოთავსებული.
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 52 მილიონს გადააჭარბა. ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 52 მილიონ 526 ათას 715 შემთხვევაა დადასტურებული.
კორონავირუსის გავრცელების კუთხით ყველაზე მეტი - 10 მილიონზე მეტი შემთხვევა აშშ-ში ფიქსირდება. მეორე ადგილზე ინდოეთია, მესამეზე ბრაზილია. მეოთხე ადგილზე რუსეთი საფრანგეთმა ჩაანაცვლა, სადაც კოვიდინფიცირებულთა რიცხვი მილიონ 800 ათას აჭარბებს.