პრემიერ-მინისტრი დღეს მთვარობის სხდომაზე საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონიის თამაშს გამოეხმაურა. გიორგი გახარიამ იმედი გამოთქვა, რომ დღეს ისინი გამარჯვებას იზეიმებენ და ფეხბურთელებს წარმატება უსურვა.
„სპორტულ ცხოვრებაში გვაქვს ძალზე მნიშვნელოვანი თამაში. სამწუხაროდ, ეპიდემიამ რამდენიმე ჩვენი აქტიური და ლიდერი მოთამაშე გამოთიშა საფეხბურთო მოედნიდან და სამწუხაროდ, ვერ ვახერხებთ სტადიონზე ვუგულშემატკივროთ და მხარი დავუჭიროთ ჩვენს ფეხბურთელებს. ამის მიუხედავად, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველანი ვართ მათთან ერთად და ეს იქნება სრულიად საქართველოს გამარჯვება. მინდა, წარმატება ვუსურვო ჩვენს ფეხბურთელებს. დარწმუნებული ვარ, რომ ყველანი ერთად ვიზეიმებთ ამ გამარჯვებას"-განაცხადა გიორგი გახარიამ.
საქართველო ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩს დღეს, 21:00 საათზე თბილისში, „დინამო-არენაზე“ გამართავს.