თავისუფლების მოედანზე ფეხბურთელების დახვედრის ცერემონია გაიმართება 

02 ივლისი 2024, 15:05 245 ნახვა

,,ერთად დავხვდეთ საქართველოს ნაკრებს“, რომელმაც  ევროპის საუკეთესო 16 გუნდს შორის ადგილი სწორედ საუკეთესო ასპარეზობით დაიმკვიდრა. ჩვენი ფეხბურთელებისთვის  დღეს საღამოს თავისუფლების მოედანზე საგანგებო, საზეიმო ცერემონია გაიმართება. 

21:30 საათზე, დაგეგმილია მსვლელობა   ,ეროვნული გუნდის ღია ავტობუსით, რომელიც  იმოძრავებს ჭავჭავაძის, მელიქიშვილისა და რუსთაველის გამზირის მიმართულებით, საბოლოო დანიშნულების ადგილი კი თავისუფლების მოედანი იქნება. თავისუფლების მოედანზე, სადაც გულშემატკივრები ჯვაროსნებს, ჩვენს საამაყო ბიჭებს ელოდებიან სამზადისი    დასრულებულია.  

სცენა  აწყობილია, მონიტორები კი დამონტაჟებული.  

სწორედ ასე შეეცდებიან ქომაგები  საყვარელ ფეხბურთელებს გააგონონ ხმა და კიდევ ერთხელ  უთხრან მადლობა. ღონისძიება დასრულდება გრანდიოზული ფეიერვერკით.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი