მადლობა ბიჭებს ღირსეული თამაშისთვის, მადლობა ევროპის ჩემპიონატზე პირველი გოლისთვის, ყველაფერი წინ არის - პრემიერი

19 ივნისი 2024, 10:33 441 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მიერ თურქეთის წინააღმდეგ გამართულ პირველ შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

პრემიერ-მინისტრი ეროვნულ ნაკრებს ღირსეული თამაშისთვის მადლობას უხდის.

„მადლობა ბიჭებს ღირსეული თამაშისთვის! მადლობა ევროპის ჩემპიონატზე პირველი გოლისთვის! დღეს პირველ ქულამდე მხოლოდ იღბალი დაგვაკლდა! ყველაფერი წინაა", - წერს ირაკლი კობახიძე.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი გამართა. საქართველო-თურქეთის შეხვედრა ანგარიშით 1:3 დასრულდა.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი