ხვალ აჭარაში გამოიდარებს და მომდევნო სამი დღე მზიანი იქნება
11 ნოემბერი 2020,
10:09
1393 ნახვა
ხვალ დილით აჭარაში გამოიდარებს და მომდევნო 3 დღის განმავლობაში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. დღის მაქსიმალური ტემპერატურა სანაპირო კურორტებზე +18, +20, მთიან ზონაში +14, +16 გრადუსი იქნება.
იქროლებს სუსტი ქარი, ზღვის წყლის ტემპერატურა +18 გრადუსია.