გრიგოლ ვაშაძის მოწოდება დიალოგისკენ

10 ნოემბერი 2020, 20:40 980 ნახვა

აუცილებლად მიმაჩნია, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად დავასრულოთ ეს პოლიტიკური კრიზისი ოპოზიციის გამარჯვებით და პარლამენტში უმრავლესობის მოპოვებით - ეს არის გრიგოლ ვაშაძის სახელით გავრცელებული განცხადება, რომელიც დღეს, ვნებათაღელვის საგანი იყო.

განცხადების თავდაპირველ ვერსიაში გრიგოლ ვაშაძე პოლიტიკურ პარტიებს დიალოგისკენ მოუწოდებდა, რომ ქუჩა ტრიბუნას უნდა შეეცვალა, რამაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაბნეულობა გამოიწვია.

შემდეგ კი კიდევ ერთი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ ქუჩის პროტესტი უნდა გაგრძელდეს.

პარტიის თავმჯდომარის განცხადების ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟზე „ნაციონალურ მოძრაობაში“ საუბრობენ, რომ პარტიაში მოთხოვნებთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები არ არსებობს.

ვიდრე მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება ოპოზიცია კვლავ მშვიდობიან საპროტესტო აქციებს აანონსებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი