დღეს ქართულ ოცნებასა და ეუთო ოდირის სადამკვირვებლო მისიას შორის რიგით მეორე შეხვედრა გაიმართა, რომელზეც 31 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებზე და გამოვლენილ დარღვევებზე იმსჯელეს. აუდიენციის დასრულების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა რომ დისბალანსირებული ოქმები მხოლოდ ტექნიკური ხარვეზიდან გამომდინარე დაფიქსირდა და ხმების გაყალბებას ადგილი არ ჰქონია.
რამდენიმე დღის წინ კი ეუთო ოდირს სრული ოპოზიციური სპექტრი შეხვდა, რომელზეც არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხს განიხილავდნენ.