ბათუმში მკვლელობა მოხდა - ქალი სახლში გარდაცვლილი იპოვეს

10 ნოემბერი 2020, 11:21 15594 ნახვა

ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, 50 წლამდე ასაკის ქალს მრავლობითი ჭრილობები დანით აქვს მიყენებული.

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. დალუქულია ბინის კარი და მიმდინარეობს გამოძიება.

თვითმხილველები ყვებიან, რომ გარდაცვლილი ბელორუსის მოქალაქე იყო. მათი თქმით, ქალს ჭრილობა გულ-მკერდის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული. მეორე ვერსიით კი თავდამსხმელებმა ქალი გაძარცვეს და შემდეგ მოკლეს. 

ქალი სახლში მარტო ცხოვრობდა. მეზობლები ამბობენ, რომ ის მუშაობდა სახლიდან დილით გადიოდა და საღამოს ბრუნდებოდა, ამიტომ მასთან კომუნიკაცია არ ჰქონდათ. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი