ავღანეთის მისია

17 ოქტომბერი 2016, 00:00 2288 ნახვა

საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ოფიციალურად ჩაერთო. V ქვეითი ბრიგადის 52-ე ბატალიონმა კი, სამშვიდობო მისია დაასრულა. უფლებამოსილების გადაცემის ცერემონია ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გაიმართა. ღონისძიების დასკვნით ნაწილში  კი ქართველი და ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. „მტკიცე მხარდაჭერის მისიის" წარმატებით შესრულებისთვის ქართველ სამხედროებს სპეციალური მედლები გადაეცათ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი