მთიან ყარაბაღში ბრძოლები გრძელდება

09 ნოემბერი 2020, 14:30 864 ნახვა

აზერბაიჯანის  თავდაცვის სამინისტროს  განცხადებით,  8 ნოემბერს დღის განმავლობაში და 9 ნოემბრის ღამით სომხეთის შეიარაღებული ძალები აზერბაიჯანის არმიის პოზიციებისა და დასახლებული პუნქტების წინააღმდეგ თავდასხმებს ახორციელებდა. 

„საბრძოლო მოქმედებები აღდერეს, აღდამის, ხოჯავენდისა და გუბადლის მიმართულებებით მთელი ღამის განმავლობაში სხვადასხვა ინტენსივობით მიმდინარეობდა.

მტერმა ცოცხალი ძალისა და სამხედრო ტექნიკის მძიმე დანაკარგი განიცადა. ოპერატიულ ვითარებას ჩვენი ჯარი აკონტროლებს,“- აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი