“ფეხებზე გვკიდია კორონა. საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს გაუმარჯოს!" - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა ჯელალ ქიქავამ, ბათუმში დღეს გამართულ “გაერთიანებული ოპოზიციის” აქციაზე.
“ველოდებით 8 საათს, ვიწყებთ მოქმედებას, გადავდივართ პირდაპირ, დაუმორჩილებლობაზე. მთავრობის არცერთ წევრს არ მივცემთ მუშაობის საშუალებას, რევოლუცია ჰქვია ამას აბა რა ჰქვია, ვიწყებთ მთავრობის ბლოკირებას” - განაცხადა ჯელალ ქიქავამ.