საქართველოს სჭირდება პარლამენტი, რომელიც შეძლებს თავისი როლის შესრულებას გადაუდებელი პრობლემების გადაჭრაში - ასეთია, აშშ-ის საელჩოსა და ევროკავშირის წარმომადგენლობის ერთობლივი პოზიცია.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ყველა პოლიტიკურმა მხარემ დაუყოვნებლივ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ასეთი შედეგის უზრუნველსაყოფად, დასაბუთებული საარჩევნო დარღვევების გამოსასწორებლად კი აუცილებელია სანდო და ინკლუზიური სამართლებრივი პროცესი.