ცენტრალური საარჩევნო კომისია განცხადებას ავრცელებს. ,,სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის 7-მა წევრმა დატოვა დაკავებული პოზიცია. აღნიშნული არ შეესაბამება სიმართლეს.
მივმართავთ საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს - თავი აარიდონ დეზინფორმაციის გავრცელებას და არ შეიყვანონ საზოგადოება შეცდომაში, ცრუ ინფორმაციის გავრცელებით“ - წერია განცხადებაში.