„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ დარღვევებზე საუბნო და საოლქო კომისიებში ჯამში 108 საჩივარი შეიტანა. აქედან: 46 - არჩევნების დღეს დაფიქსირებულ პროცედურულ დარღვევებს, 62 კი შემაჯამებელ ოქმებში არსებულ დისბალანსებს ეხებოდა.
შემაჯამებელ ოქმებში აღმოჩენილი დისბალანსების გამო ორგანიზაციამ 62-ვე უბანზე ოქმების ბათილობა და ხმების ხელახლა დათვლა მოითხოვა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ 42 უბანს სასამართლოში ასაჩივრებს.