“გირჩი” შეზღუდვების წინააღმდეგ

06 ნოემბერი 2020, 10:05 1037 ნახვა

„ვურჩევთ მთავრობას, არ მიიღოს არც ერთი გადაწყვეტილება, რომელიც დაკავშირებულია დაანონსებულ შეზღუდვებთან და რაც შეიძლება აღქმული იყოს 8 ნოემბრის პოლიტიკური აქციის ორგანიზებაში ხელის შეშლად, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

პარტიაში აცხადებენ, რომ შეზღუდვები ქმნის პოლიტიკური დაძაბულობისთვის ხელსაყრელ ფონს და ამავდროულად, ინფექციის გავრცელებაზე ვერანაირ პოზიტიურ გავლენას ვერ ახდენს.

ახალი შეზღუდვების დაწესების შემთხვევაში, „გირჩი“ მოსახლეობას მოუწოდებს, 8 ნოემბერს აქციაზე არამხოლოდ არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად, არამედ შეზღუდვების წინააღმდეგაც მივიდეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი