ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა და მხარდამჭერებმა 11 საათზე დაიწყეს ავტოკოლონებით მსვლელობა ავლაბრის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან, მათ რამდენიმე ლოკაცია აქვთ - ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გადაინაცვლებენ, შემდეგ კანცელარიასთან და საბოლოოდ რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება მასშტაბური აქცია პირველ საათზე, რის შემდეგაც, როგორც გითხარით, უკვე ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს რეზიდენციასთან გადაინაცვლებენ.
მოთხოვნით - ხელახლა ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები და შეიცვალოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელობა.