აჭარაში კორონავირუსის 503 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გასული 24 საათის განმავლობაში აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გარდაიცვალა კიდევ 6 პაციენტი.
"რესპუბლიკურ საავადმყოფო - 66 წლის ქალი, კლინიკაში შევიდა 30.10.2020. დიაგნოზი/ანამნეზი: კოვიდ19, მწვავე პნევმონია დაუზუსტებელი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რესპირაციული დისტრეს სინდრომი, თირკმლის მწვავე უკმარისობა, გულის ათეროსკლეროზული დაავადება, მიოკარდიუმის გადატანილი ინფარქტი, გულის ქრონიკული უკმარისობა, სიმსუქნე, შაქრიანი დიაბეტი.
მედცენტრი - 83 წლის კაცი, კლინიკაში შევიდა 03.11.2020. დიაგნოზი/ანამნეზი: კოვიდ19, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, შოკი დაუზუსტებელი, თირკმლის მწვავე უკმარისობა. არტერიული ჰიპერტენზია, გულის უკმარისობა.
ბათუმის სამედიცინო ცენტრი - 83 წლის ქალი, სამედიცინო მომსახურებაზე მიმართვის თარიღი 28.10.2020, დიაგნოზი/ანამნეზი: პნევმონია, COVID 19. ესენციური (პირველადი) ჰიპერტენზია.
ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალი - 78 წლის კაცი, სამედიცინო მომსახურებაზე მიმართვის თარიღი 28.10.2020. დიაგნოზი/ანამნეზი: პნევმონია, COVID 19, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რესპირაციული, დისტრეს სინდრომი, ესენციური ჰიპერტენზია, თირკმლის მწვავე უკმარისობა.
ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალი - 76 წლის ქალი, სამედიცინო მომსახურებაზე მიმართვის თარიღი 17.10.2020. დიაგნოზი/ანამნეზი: პნევმონია, COVID 19, ვენური უკმარისობა, ესენციური ჰიპერტენზია, ინსულინდამოკიდებული, სიმსუქნე, გულის უკმარისობა.
ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალი - 84 წლის ქალი, სამედიცინო მომსახურებაზე მიმართვის თარიღი 26.10.2020. დიაგნოზი/ანამნეზი: პნევმონია, COVID 19, სუნთქვის მწ. უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი, ინსულინდამოკიდებული, ესენციური ჰიპერტენზია, გულის მწ. უკმარისობა"-აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.
რეგიონის მასშტაბით საავადმყოფოებში მკურნალობს 734 პაციენტი, 83-ის მდგომარეობა მძიმეა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 79. აჭარაში კოვიდ სასტუმროებში იმყოფება 1174 პირი, საკარანტინო სივრცეშია 1 353, თვითიზოლაციაში 13 764 პირი.
განახლებული სტატისტიკის შესახებ მთავრობის ადმინისტარციაში ბრიფინგი რამდენიმე წუთის წინ გაიმართა.