2 დღიანი საპროტესტო აქციების შემდეგ ოპოზიცია აჭარაში 8 ნოემბერს დაანონსებულ ფართომასშტაბიანი გამოსვლისთვის ემზადება. საკოორდინაციო საბჭოს მიერ შეცვლილი სტრატეგიის შემდეგ, გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებმა დღეიდან მოსახლეობაში გასვლა და მათთვის ბუკლეტების დარიგება დაიწყეს.
ისინი მოსახლეობას მოუწოდებენ შეუერთდნენ კვირას 15:00 აჭარის მთავრობასთან ჩანიშნულ აქციას და გააპროტესტონ მათი თქმით, გაყალბებული არჩევნები, ასევე მოითხოვონ მისი ხელახალი ჩატარება.