საბურთალოს, ბოლნისის, ხაშურის, ხულოს, ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ უბნების გადათვლის მიუხედავად, შედეგები უცვლელი დარჩა.
რაც შეეხება ვაკის, მთაწმინდის, ისნის, სამგორის, ნაძალადევის, გორის და გლდანის საოლქო საარჩევნო კომისიებს, როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსმა ბრიფინგზე განაცხადა აქაც გუშინ დასრულდა საჩივრების განხილვის პროცესი, თუმცა, გადაწყვეტილებების შესახებ საზოგადოებას დღეს ეცნობება.