საქართველოს პროკურატურამ გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, სოფელ ვაზისუბანში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე საკუთარი ავტომანქანით მოძრავი ინსპექტორ-გამომძიებელი შეეჯახა მოპედს, რომელსაც 14 წლის მოზარდი მართავდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოპედის მძღოლი გარდაიცვალა, ხოლო მისი მგზავრი, 9 წლის მოზარდი მიღებული დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. გამოძიება ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს.