ქუთაისში კორონა ვირუსით 27 წლის ქალი გარდაიცვალა.როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრები აცხადებენ, პაციენტის ჰოსპიტალიზება დაგვიანებით მოხდა.გარდაცვლილის დედის ინფორმაციით, პაციენტის ტესტის პასუხი ოჯახმა მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ მიიღო.მისივე თქმით, ექიმებს სიმპტომების გამოვლენისთანავე მიმართეს, თუმცა ყველა პროცედურა დაგვიანებით ჩატარდა.დედის განცხადებით, ახალგაზრდა ქალს თანმდევი დაავადებები არ აღენიშნებოდა.ჯანდაცვის სამინისტრო არ ადასტურებს, რომ ქუთაისში გარდაცვლილ, კორონა ვირუსით ინფიცირებულ პაციენტთან დაკავშირებით რეაგირება ან ჰოსპიტალიზაცია დაგვიანდა, აცხადებენ რომ პაციენტი ცხელების და სუნთქვის გაძნელების დიაგნოზით კლინიკაში 31 ოქტომბერს მოთავსდა, 1-ელ ნოემბერს კი გარდაიცვალა. უწყების ინფორმაციით ამ პაციენტთან სასწრაფო სამედიცინო დახმარება 26 ოქტომბერსაც გამოიძახეს, თუმცა, სასწრაფოს მისვლამდე გამოძახება ოჯახის წევრებმა გააუქმეს.