აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა ნიუ-ჰემპშირის შტატის სოფელ დისკვილ-ნოტჩში, სადაც ადგილობრივი დროით შუაღამით პირველი საარჩევნო უბანი გაიხსნა. ამის შესახებ ტელეარხი სი-ენ-ენი იუწყება.
ცნობილია, რომ ბაიდენს 5-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა, მოქმედი პრეზiდენტი დონალდ ტრამპი კი ამ სოფელში მხარდაჭერის გარეშე დარჩა. შედეგები სი-ენ-ენმა პირდაპირ ეთერში გამოაცხადა.
2016 წლის არჩევნებშიც დისკვილ-ნოტჩის მკვიდრებმა პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატს ჰილარი ქლინტონს დაუჭირეს მხარი. აშშ-ში დღეს პრეზიდენტს ირჩევენ. ამერიკელებმა არჩევანი დემოკრატ ჯო ბაიდენსა და რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს შორის უნდა გააკეთონ.