17-მდე გაიზარდა დაშავებულთა რიცხვი ავსტრიის დედაქალაქში მომხდარი სროლის შედეგად. მათგან 7-ის მდგომარეობა მძიმეა. ინციდენტის შემდეგ ვენაში მასშტაბური სპეცოპერაცია დაიწყო. სკოლებში შეწყდა სასწავლო პროცესი. მოსახლეობას მოუწოდეს მოერიდოს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს.
ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრმა და კანცლერმა მომხდარს ტერაქტი უწოდეს. სროლა ქალაქში 6 ადგილზე მოხდა, მათ შორის ერთი სინაგოგასთან. ადგილობრივი მედია 4 დაღუპულის შესახებ იუწყება. მათ შორის ერთი თავდამსხმელია, რომლის ლიკვიდაცია პოლიციამ შეძლო. პოლიციის ინფორმაციით, ვენაში სროლები რამდენიმე კარგად შეიარაღებულმა ადამიანმა განახორციელა.