ოპოზიციურმა პარტიებმა დღეს ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. პოლიტიკური პარტიების ლიდერების თქმით, ისინი საპარლამენტო მანდატებზე აურს ამბობენ. არჩევნები გაყალბდა და ცესკოს მიერ გამოქვეყნებული შედეგები ხალხის ნებას არ ასახავს.
''2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა ამომრჩეველზე ძალადობის და დაშინების, სუს-ის და კრიმინალური სამყაროს კოორდინირებული ზეწოლის, მასშტაბური მოსყიდვის, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების და ამომრჩევლის ნებაზე ძალადობით გავლენის მოხდენის პირობებში.
ამას თან დაერთო საარჩევნო ოქმებით მანიპულაცია და კარუსელი, რამაც მნიშვნელოვნად დაამახინჯა არჩევნების შედეგები. ცეკო-ს მიერ გამოქვეყნებულმა საბოლოო შედეგებმა არ ასახა საქართველოს მოქალაქეების ნება.
ჩვენთვის ოპოზიციური პარტიებისათვის სრულიად ნათელია, რომ ჩვენმა თანამოქალაქეებმა უარი უთხრეს ივანიშვილის მმართველობას და არ მისცეს მას მესამე ვადით ქვეყნის მართვის მანდატი. შესაბამისად ეს პარლამენტი არ ასახავს ამომრჩევლის ნებას.
ამიტომ, ჩვენ ოპოზიციური პარტიები, რომლებსაც გაგვიყალბეს არჩევნები, უარს ვამბობს საპარლამენტო მანდატებზე და გადავდგამთ ყველა პოლიტიკურ და სამართლებრივ ნაბიჯს, რომ დეიურე და დეფაქტო არ შევიდეთ ამ ე.წ. პარლამენტში.
ჩვენ არ მივიჩნევთ ამ პარლამენტს ლეგიტიმურად, რადგან ის არის უკანონო ქმედებების შედეგად არჩეული და არ გამოხატავს ხალხის ნებას.
ამ გადაწყვეტილებას სრულიად იზიარებენ ხელმომწერი პარტიები, რომელიც ამ გაყალბების შედეგად ცესკოს მიერ გამოქვეყნებული შედეგებით ვერ მოხვდნენ პარლამენტში. ვაგრძელებთ ბრძოლას ივანიშვილის წინააღმდეგ ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის'' - განაცხადეს ბრიფინგზე.
ასევე, პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა აღნიშნულ დოკუმენტს ხელი მოაწერეს.
(ფოტო: 1TV.GE)